2018-08-06 18:47:18
თუ არ შემოვირიგეთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობა, ტერიტორიები არაფერს ნიშნავს - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს, აცხადებს, რომ ქვეყნის გაერთიანება არ უნდა გავიგოთ როგორც მხოლოდ ტერიტორიების გაერთიანება. მისი თქმით,  გაერთიანებას სხვადასხვა ფორმა და ასპექტი გააჩნია.

„გაერთიანება ცხადია, ნიშნავს ქვეყნის, სახელმწიფოს გაერთიანებას. ეს არ უნდა გავიგოთ მარტივად, როგორც მხოლოდ ტერიტორიების გაერთიანება. ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ და არ ვიმოქმედეთ იმისთვის, რომ მოსახლეობა, რომელიც დღეს ცხოვრობს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, შემოვიერთოთ, შემოვირიგოთ და ერთად დავინახოთ საქართველოს პერსპექტივა მომავალში, მაშინ ტერიტორიები არც არაფერს ნიშნავს და ტერიტორია რჩება ტერიტორიად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე