2018-08-06 17:51:10
"საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების - აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია.

„ტერმინებში უნდა ვიყოთ სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ, რუსეთმა. 
ჩვენ იმ დროს(2008 წელს) ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია. ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი, ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციებში, რომლებზედაც გვაფრთხილებდნენ მაშინ ამერიკელები, ჩვენი პარტნიორები და ევროპელები, პროვოკაციებს არ აყვები იმიტომ, რომ როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენს მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ამავე თემაზე
"აგრესია საქართველომ დაიწყო. ამას ისტორიიდან ვერ ამოშლი“
2018-08-07 10:00:52