2018-08-06 16:16:13
"ოჯახი, წინაპრები... საქართველოში დაბრუნება, ლავროვთან საკმაოდ თამამად ჯდომა...." - ქანთარია

მე მახსენდება ლადო ასათიანის სიტყვები - ცოტა კიდევ მოითმინე ლამაზო და ნანატრი მთა-გორებიც იქნება, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ კითხვაზე - დაუჭერს თუ არა "ქართული ოცნება" მხარს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე. ქანთარია ამბობს, რომ ზურაბიშვილს ძალიან საინტერესო თავგადასავალი აქვს. 

"ოჯახი, წინაპრები, მისი გზა ცხოვრებასა და პოლიტიკაში, საქართველოში დაბრუნება, ლავროვთან საკმაოდ თამამად ჯდომა. ბევრი დადებითია გასახსენებელი მის შესახებ",- განაცხადა ქანთარიამ. 

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება. განსახილველი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ პარტიის მონაწილეობის ფორმაა. 
 

 

ამავე თემაზე