2018-08-06 14:25:59
კავშირი ტერორიზმთან - სუს-ის მიერ დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ მალხაზ ტოხოსაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორმა ნანა ხუნჯუამ სასმართლო პროცესზე განაცხადა, რომ გამოვლინდა, რომ მალხაზ ტოხოსაშვილი არის „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის გამზიარებელი, ვინაიდან გამოძიების ფარგლებში მტკიცდება, რომ ტოხოსაშვილს ინტერნეტკავშირი აქვს "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლებთან.ბრალდებას არ ეთანხმება თავად ბრალდებული.  

„ისეთი ბრალდებები მოვისმინე, მე თვითონაც ბევრი რამე მიკვირს. გამოკითხვის შედეგად, თუ ვინმე ოდესმე საეჭვოდ დამახასიათებს, გავიზიარებ თქვენს ბრალდებას. ამოღებული ვაზნებიდან ზოგი დაშლილი, ზოგი მულაჟი იყო", - განაცხადა ტოხოსაშვილმა პროცესზე.

დაცვის მხარე ტოხოსაშვილისთვის 2000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა
 

ამავე თემაზე
ტერორისტული საქმიანობა - სუს-მა ერთი პირი დააკავა
2018-08-06 09:52:14