2018-08-06 12:36:26
"მოსახლეობის 90%-ს შეიძლება დიდი სურვილი ჰქონდეს ფეხებით ჩამომკიდონ ხეზე, მაგრამ მათ არ აქვთ ამის გაკეთების უფლება"

საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ადამიანის თავისუფლების ნაწილი არის ის, რომ თუ ადამიანი თავის ქმედებით ზიანს არ აყენებს სხვას, სახელმწიფის უფლება არ აქვს ჩაერიოს და რაღაც ქმედება აუკრძალოს- აცხადებს "გირჩის" ლიდერი მარიხუანას მოზმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით. ზურა ჯაფარიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პატრიარქის მოსაზრებას ეხმაურება და ამბობს, რომ პატრიარქს  აქვს უფლება ჰქონეს ის პოზიცია, რომელიც დააფიქსირა

„მგონია, რომ ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ეს გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს შეიძლება დიდი სურვილი ჰქონდეს მე ფეხებით ჩამომკიდონ ხეზე და ისე მომკლან, მათ არ აქვთ ამის გაკეთების უფლება. ანუ, არსებობს რაღაც უფლებები, რომლებიც დაცულია, მიუხედავად იმის, თუ რას ფიქრობს უმრავლესობა. ჩემი აზრით, ასეთია ადამიანის უფლებაც. საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ეს თქვა, რომ ადამიანის უფლება არის დაცული, ადამიანის თავისუფლების ნაწილი არის ის, რომ თუ ადამიანი თავის ქმედებით ზიანს არ აყენებს სხვას, სახელმწიფის უფლება არ აქვს ჩაერიოს და რაღაც ქმედება აუკრძალოს. ეს თქვა საკონტიტუციომ და ამ პრინციპზე დგას დასავლეთის ცივილიზაცია. რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, პატრიარქს შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი განცხადება. ცხადია, პატრიარქს და საპატრიარქოსაც შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და პოლიტიკით დაკავებულ ადამიანს, მაქვს უფლება, საჯაროდ გავცე მას პასუხი, თუ ის საჯაროდ შემოდის ისეთ თემებში, რომელიც უშუალოდ არ არის ეკლესიის საქმე", - განაცხადა ჯაფარიძემ.
 

ამავე თემაზე
ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა - ილია მეორე
2018-08-05 13:52:56