2018-08-06 12:20:49
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებული მალხაზ ტოხოზაშვილია

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებული პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.

კურიერის ინფორმაციით, დაკავებული მალხაზ ტოხოზაშვილია, რომელიც პანკისის ხეობიდან არის, სოფელ ბირჯიანიდან. ტოხოზაშვილი წლებია უკვე თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.

სუს-ის ინფორმაციით, მამაკაცი საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აიყვანეს.

ბინისა და სამსახურის ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკიანი დროშები ამოიღეს.

ამავე თემაზე