პოლიტიკა
2018-08-03 16:35:39
გახარიამ კილაძეს არ უპასუხა: - "ეს ჩემი შესაფასებელი არ არის" (ვიდეო)

"ხომ არ იყო სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახების ტრაგედია გამოყენებული რაღაც კონკრეტული ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან" - ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ, შს მინისტრს საგამოძიებო კომისიის ფორმატში მიმართა.

„ბატონმა ირაკლიმ ახსენა სიბინძურეები, პოლიტიკური ანგარიშსწორება და ა.შ. ბევრი ისაუბრეთ სამართლებრივ დეტალებზე, თუმცა საინტერესო იქნება თქვენი შეფასება როგორც მინისტრის და მთავრობის წევრის, ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით, ხომ არ იყო სარალიძისა და დადუნაშვილის ოჯახების ტრაგედია გამოყენებული რაღაც კონკრეტული ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან (პატივისცემას ვადასტურებ ორივე ოჯახის მიმართ მე მათთან მიმართებით არანაირი კითხვის ნიშანი არ მაქვს, მაგრამ სხვებს ვგულისხმობ) მთელი სიბინძურე რაც წამოვიდა თქვენი შეფასება ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით,“-მიმართა კილაძემ გახარიას.

მინისტრმა კილაძის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ის საგამოძიებო კომისიის ფორმატში ამ შეკითხვას პასუხს არ გასცემდა.

ამავე თემაზე
"პოლიტიკურმა ძალებმა ოჯახების ტრაგედია გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის და სამიზნედ ამირჩიეს მეც"
2018-08-03 16:05:28