2018-08-03 14:04:31
მალხაზ კობაური ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. კობაურის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, შესაბამისი ექსპერტიზა პროკურატურის მოთხოვნით დაინიშნა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

კობაური დაწესებულებაში 20 დღეს გაატარებს, რის შემდეგაც სპეციალისტებმა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა უნდა მოამზადონ. გამოძიებას აინტერესებს, იყო თუ არა შერაცხადი კობაური იმ პერიოდში, რა დროსაც დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ამ მხრივ პრობლემები არ აქვს.

 

 

ამავე თემაზე