2018-08-02 18:30:31
"იმისთვის, რომ არ შევუშალო ხელი არავის, არ გავაღიაზიანო პოლიტიკურად, მე გვერდზე ვდგები ამ პროცესიდან"

მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარეს წარვადგენ არა უბრალოდ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ამ პროცესში მთელ საზოგადოებას ჩავრთავ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
 

"პოლიტიკური არგუმენტის გათამაშება ამ ვითარებაში ელემენტარული უაზრობა იქნება, რადგან ეს არ იქნება ჩემი პოლიტიკური კანდიდატი, ეს იქნება ქართული საზოგადოების, სპეციფიკურად ქართული იურიდიული საზოგადოების მიერ შერჩეული კანდიდატი. ასე რომ, თუ დაპირისპირება იქნება, ეს ჩემთან პოლიტიკურ კინკლაობაში ვერ გადავა. ეს იქნება პასუხი საზოგადოების მიმართ, პასუხი, რომლის რეალური შინაარსი იქნება შემდეგი: არა პარტიას გვინდა ვაკონტროლოთ სასამართლო. სხვანაირი პასუხი აქ არ გამოვა, იმიტომ, რომ ეს ჩემი წარდგენილი არ იქნება, ეს იქნება საზოგადოების წარდგენილი. მე დღეს ხაზს ვუსვამ სწორედ იმას, რომ პოლიტიკური კუთვნილებისა და სიმპათიების მიუხედავად, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები. მე აქ არ ვამბობ, რომ რომელიმე პარტიამ უნდა გაიმარჯვოს. მე ვამბობ იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მუდმივი რყევა ერთნაირად საშიშია ყველასთვის, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანისთვის. სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების ჩამოშლა, გაურკვევლობა ამ მიმართულებით საბოლოოდ საშიშროებას უქმნის ყველა მოქალაქეს. მე მინდა, რომ ეს იყოს გააზრებული. იმისთვის, რომ მე ამ გააზრების პროცესში არ შევუშალო ხელი არავის, არ გავაღიაზიანო პოლიტიკურად, მე გვერდზე ვდგები ამ პროცესიდან. რამეზე უნდა შედგეს ამ ქვეყანაში თანხმობა“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

ამავე თემაზე