2018-08-02 13:05:33
უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე - ორი კონსტიტუციის განსხვავებული პროცედურები

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე იმსჯელებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა საკანონმდებლო ორგანოსთვის მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწევს.

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი და ახალი რედაქციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის სხვადასხვა პროცედურებს  ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს.

კონსტიტუციის იმ რედაქციით კი, რომელიც  ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ისევ პარლამენტი ირჩევს, თუმცა პრეზიდენტის ჩარევის გარეშე,  უზენაესი სასამართლოს წევრთანაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასევე ახალი კონსტიტუციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ იქნება. 

უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ დღეს თანამდებობა დატოვა.

ამავე თემაზე