2018-08-02 11:03:27
სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულის მშობლები იკითხებიან

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა სასამართლო სხდომაზე დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის  მოწმის სტატუსით, მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს მშობლები იკითხებიან. სხდომაზე დაგეგმილია ერთ-ერთი მოწმის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაც, რადგან აღნიშნული მოწმე საქართველოში არ იმყოფება. 

ადვოკატებს კითხვები აქვთ მოწმეებთან, თუ რამდენად აქვთ ინფორმაცია ამთ იმ ავტომანქაში მყოფი პირების და მათი საუბრების დეტალების შესახებ, რომლითაც მსჯავრდებული გ.ჯ. და ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი მიხეილ კალანდია, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ქალაქიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.
 

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით რამდენიმე პირი პასუხისგებაში მისცა

ამავე თემაზე