2018-07-24 10:05:16
სასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში - დაკავებულ მწყემს სახაზინო ადვოკატი შეხვდება

ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურსსახაზინო ადვოკატი დღეს პირველად შეხვდება.

უფლებადამცველ ალუდა ბუჩუკურს საქმის მასალები გუშინ გადაეცა. სახაზინო ადვოკატი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კერძო ადვოკატმა დავით გირგვლიანმა კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა დაცვის რა სტრატეგია იქნება არჩეული.

დღესვე გლდანის ციხეში მოთავსებულ  19 წლის მწყემსს გამომძიებლები გამოკითხავენ.

ამავე თემაზე