სიახლეები
მთავარი სიახლე
კრიმინალი
2018-07-23 10:10:13
სროლა ფოთში - პოლიციელის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

სროლა და ერთი გარდაცვლილი ფოთში - არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა. 

წინასწარი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტს სამართალდამცველი შეესწრო. დაკავებისას პოლიციის თანამშრომელს დამნაშავემ, რომელიც ჩაქუჩით იყო შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. 

​თავის არეში დაჭრილის მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

სამართალდამცველის მხრიდან სროლის ფაქტზე კი გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. 

ამავე თემაზე