სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-07-20 10:29:53
უსუფაშვილი - მარგველაშვილის დახურული შეხვედრა (ვიდეო)

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შორის პირისპირ შეხვედრა შედგა. ამის შესახებ განცხადება უსუფაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

უსუფაშვილი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ შეხვედრა სასარგებლო იყო და მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა. მისი თქმით, მასა და პრეზიდენტს, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად ერთნაირი ხედვა და შეფასება აქვთ. უსუფაშვილის განცხადებით, რაც შეეხება შეხვედრის შემდეგ ნაბიჯებს, ეს იქნება ერთობლივი, პარალელური თუ ურთიერთგამაძლიერებელი ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის. უსუფაშვილის თქმით, "შენების მოძრაობა" საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და არჩევნებში რა მხოლოდ ღირსეული კანდიდატით წარდგება, არამედ შეეცდება ამ არჩევნებში ახალი პოლიტიკური ძალის კონტურები გამოჩნდეს და რა როლი ექნება ამ პროცესში მარგველაშვილს, ეს მისი გადასაწყვეტია. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მომავალი კვირა ამ მიმართულებით საინტერესო იქნება.

ამავე თემაზე