2018-07-17 16:01:13
ორი მეშახტის მდგომარეობა მძიმეა და მოსალოდნელია გართულებები - სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრმა დამწვრობის ცენტრში, დაშავებული მეშახტეები მოინახულა. დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ოთხიდან ორის მდგომარეობა მძიმეა და მოსალოდნელია გართულებაც:

„ორი პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება და უახლოეს დღეებში გაეწერებიან კლინიკიდან; აქ მოსალოდნელი საფრთხეები არ არის. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლებიც რეანიმაციაში რჩებიან და ჰქონდათ სხეულის დიდი ფართობის დამწვრობა, მათთან მოსალოდნელია გართულებები დამწვრობის დიდი ფართობის გამო. თუმცა, რაიმე განსაკუთრებული გართულება ჯერ არ გვაქვს. ექიმები ამზადებენ გეგმური ოპერაციების და გეგმური ქირურგიული ჩარევებისთვის. მათ სრული მკურნალობა უტარდებათ და გუნდი, რომელიც ჩართულია ამ მკურნალობაში, მაღალი კვალიფიკაციისაა",- განაცხადა სერგეენკომ.   

ამავე თემაზე