მთავარი სიახლე
2018-07-17 10:06:54
იოსებ სიგუა უკვე 2 კვირაა ბიულეტინზე იმყოფება

შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა ისევ ბიულეტინზეა.  როგორც "პირველ რადიოს" შსს-ში განუცხადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სიგუა ისევ ბიულეტინზეა.

შეგახსენებთ, რომ იოსებ სიგუა ერთ ერთია, რომელიც არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის საგამოძიები კომისიის ფაგრლებში, დასაკითხ პირთა სიაშია. სიგუა კომისიის სხდომაზე მხოლოდ ერთხელ, 3 ივლისს იმყოფებოდა, მეორე დღეს კი ის პარლამენტში აღარ მისულა. ოფიციალურ მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. მან კომისიას მოგვიანებით შესაბამისი სამედიცინო ცნობაც წარუდგინა.

საგამოძიებო კომისიის იმ სკანდალური სხდომის შემდეგ, რომელზეც სიგუა იკითხებოდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეტექტივების სამმართველოს უფროსმა პატაკი დაწერა და შსს დატოვა, თუმცა ეს ინფორმაცია ამ დრომდე არ დადასტურებულა.

ამავე თემაზე