ბიზნეს ნიუსი
2018-07-16 12:18:36
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სახელმწიფო შესყიდვებშიბიზნესმენების დაინტერესებით მიზნითგორში ტრენინგს ატარებს

USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G)-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შესყიდვების სააგენტოსთან ერთად განაგრძობს  ტრენინგების ციკლს თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის. პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

პროექტისთვის პირველ ეტაპზე  15 მონაწილე შეირჩაბიზნესასოციაციებისა და რეგიონული  წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში  გადამზადების ორკვირიანიკურსიგაიარეს. მოსამზადებელიკურსი მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და  ფინანსთა სამინისტროს  აკადემიის ტრენერებმა ჩაუტარეს.

პროექტისმეორე ეტაპზეგადამზადებული კანდიდატები მუშაობენ  დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან რეგიონებში და აწვდიან  მათ შესაბამის ინფორმაციას  სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე. ტრენინგების ციკლი ამ დროისთვის ქალაქ გორში მიმდინარეობს.  ანალოგიური ტიპის ტრენინგები ბათუმში, ქუთაისში და თელავში  უკვე გაიმართა, თვის განმავლობაში კი დაგეგმილია ასევე ზუგდიდში. საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს 5  ქალაქში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებსაც უწევს  ორგანიზებას.

USAID G4Gპროგრამისფარგლებში, რომელიც უკვე წლებია მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა 6 ახალი გამოცემა, რომლებიც  ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლაში დაეხმარება.

ამავე თემაზე