2018-07-12 15:19:52
"საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან უმაღლეს დონეზე შეხვედრა აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ეს ქვეყნები ნატოსთვის" - გრიბაუსკაიტე

"საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან უმაღლეს დონეზე შეხვედრა აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ეს ქვეყნები ნატოსთვის" - ეს განცხადება, ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ბრიუსელში გააკეთა, სადაც ნატოს სამიტი მიმდინარეობს.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები ესწრებიან საბჭოს სხდომას და ხვდებიან ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ლიდერები არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებთან უმაღლეს დონეზე შეხვედრა აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ეს ქვეყნები ნატოსთვის. რა თქმა უნდა, განვიხილავთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს და სამომავლო კავშირებს, რომელიც უფრო მჭიდრო უნდა გახდეს,”-განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ.

 

ამავე თემაზე