საქართველო ახლა არ გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება - დონალდ ტრამპი
2018-07-12 15:15:01 · ამობეჭდვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობაზე საუბრობს. განცხადება ტრამპმა ბრიუსელში, ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო ახლა არ გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება.

ტრამპს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე ვრცლად არ უსაუბრია და მხოლოდ აღნიშნული პასუხით შემოიფარგლა.

"საქართველო ახლა არ გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.





გაზიარება და მოწონება