2018-07-12 15:06:09
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში ნატოს სამიტის ფარგლებში შედგა. 

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისივიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში.

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელგიის, როგორც მასპინძელი ქვეყნის მიერ ნატოს ბრიუსელის სამიტში მონაწილე ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ მიღებაშიც მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილა დღეს ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, ნატოს ახალ სათავო ოფისში საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რუმენ რადევთან. საუბარი შეეხო ნატოს სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში განსახილველ საკითხებს: უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს წინაშე მდგარ ამოცანებსა და თავდაცვის სფეროში ნატოსთან თანამშრომლობას.

ამავე თემაზე