სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-07-12 13:51:13
გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

აუდიენცია ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში შედგა. ეს იყო გიორგი მარგველაშვილის პირველი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან.

ვიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში.
გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლის გახსნაც შეიძლება ამ ურთიერთობების გაძლიერებისათვის. პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ს როლი საქართველოს ნატოში დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე.
"კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქარველოს კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა," - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

 

ამავე თემაზე