ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა და ძალა, გაატარონ რეფორმები - რატიანი მინისტრობის კანდიდატებზე
2018-07-12 12:56:35 · ამობეჭდვა

"ევროპული საქართველო" პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ მთავრობის ახალ შემადგენლობას ეხმაურება.

პარტიის ლიდერების შეფასებით, წარდგენილ კანდიდატებს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ.

„პრემიერის წარმოდგენილ კანდიდატურებში ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ სახეებს, პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს. ეს გარკვეულწილად, ტექნიკური მთავრობის მაგვარი რაღაც არის. ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა და ძალა, გაატარონ რეფორმები, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.





გაზიარება და მოწონება