2018-07-12 10:17:48
დიდი ყურადღება დაეთმობა კერძო ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარება - ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი

„ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არამარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანამბარ განაწილებას მოსახლეობაში“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია.

მისი განცხადებით, ეს არის ერთადერთი სწორი მიდგომა, რათა ქვეყანაში განვითარდეს ეკონომიკა და ეს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს.

„ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არა მარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი მიდგომა ერთადერთია და საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ დღეს რაიონებსა და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია. სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში. აგრეთვე, ვგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ამასთან, დიდი ყურადღება დაეთმობა კერძო ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. აქაც ჩვენ ვგეგმავთ ინვესტორების მოზიდვას. რა თქმა უნდა, ორივე პროგრამა რაიონების განვითარებასთან არის დაკავშირებული. გარდა იმისა, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას. ამისათვის დავგეგმავთ სერიოზულ ინსტრუმენტებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს შესრულდეს ის, რასაც ჩვენ დავგეგმავთ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრობის კანდიდატმა საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 18 წლის განმავლობაში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობდა და მისი გამოცდილება საქართველოს გამოადგება.

ამავე თემაზე