სიახლეები
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-07-11 19:27:32
სოფელ ზესხოსთან ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა - ადგილზე მუშაობს ავიაცია

ქვემო სვანეთში, სოფელ ზესხოსთან გაჩენილ ხანძარს მაშველები ამ დრომდე აქრობენ.  სულ ადგილზე 120 მეხანძრე მუშაობს, ასევე ჩაქრობით სამუშაოებში მონაწილებს ავიაციაც.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე სხვა ტიპის სპეცქტენიკის შეყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლმა რამდენიმე ჰექტარი ტყე გაანადგურა.

მეხანძრეების თქმით, ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ამავე თემაზე