სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-07-11 18:38:37
ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას - პრემიერი თადუმაძეზე

საპროკურორო საბჭოს მიერ შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორის კანდიდატად არჩევის ფაქტს, პრემიერი მამუკა ბახტაძეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თადუმაძე კეთილსინდისიერი და პრინციპული პიროვნებაა.

„შალვა თადუმაძე ჩემი შეფასებით, პირველ რიგში არის უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანი. ის ბოლო პერიოდში ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო, მანამდე კი, 2012 წლიდან მოყოლებული, მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების უშუალო მონაწილე გახლდათ. ის სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, როგორც პროფესიულ, ასევე სამეცნიერო წრეებში. მინდა მას პარლამენტში წარდგენის და დამტკიცების პროცესში წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე