სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-07-11 18:18:40
ჭუბერში სტიქიის დროს ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით,  ჭუბერში სტიქიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვის აუცილებლობა. მან ასევე ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მოხალისეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველა დაზარალებულს ზარალი აუნაზღაურდება.

„მინდა, შევეხო ჭუბერში მომხდარ სტიქიას და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში, განსაკუთრებით მოხალისეებს. ამან დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა, რათა შევამციროთ სტიქიისგან მიყენებული ზარალის მოცულობა და უფრო ეფექტიანად შევძლოთ სტიქიასთან ბრძოლა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი. ამ დრომდე ჭუბერში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და მოკლე დროში სრულად აღვადგენთ ინფრასტრუქტურას”, – განცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე