სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-07-11 18:16:19
მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერი ხვალ დაასახელებს

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას  ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში, 10 საათზე წარადგენს. 

„დღეს უმრავლესობასთან გვექნება შეხვედრა და საბოლოო კონსულტაციები, ხვალ 10 საათზე მექნება ბრიფინგი, სადაც წარვადგენ განახლებულ კაბინეტს 10 მინისტრით და ერთი სახელმწიფო მინისტრის შემადგენლობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

ამავე თემაზე