კენჭისყრისგან თავი შევიკავე, რადგან,მე გახლავართ შალვა თადუმაძის შვილის ნათლია - თეა წულუკიანი
2018-07-11 18:10:04 · ამობეჭდვა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევისას კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავებსი ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ იგი შალვა თადუმაძის შვილის ნათლიაა.

კენჭისყრისგან თავი შევიკავე, რადგან, დიახ, მე გახლავართ შალვა თადუმაძის შვილის, იმ ქართველი პატარა გოგონას ნათლია, რომელიც განათლებული და კარგი ქართველი ქალი დადგება და ეს მეამაყება. შალვა თადუმაძე „ქართული ოცნების“ წიაღში გავიცანი, როდესაც ჩვენ უსამართლობას ერთად ვებრძოდით. ერთი ჩემი ყოფილი თანამებრძოლი შალვა შავგულიძე და შალვა თადუმაძეც ასეთია. უბრალოდ, ჩვენ დღესაც ერთი მთავრობის პირობებში გვიწევდა მუშაობა და ეს არ არის დასამალი, რომ ეს კავშირი მასთან მაქვს. შალვა თადუმაძის თანამებრძოლი, მისი თანამოაზრე და მისი შვილის ნათლია ვარ, როგორც მან ეს პატივი მომაგო“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, იყო უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებიც, რის გამოც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„კიდევ იყო სხვა და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზები, რის გამოც მე არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღე, რადგან ჩემი მონაწილეობით რამე ტიპის თუნდაც პატარა ჩრდილი არ მისდგომოდა ისეთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირების გადაწყვეტილებას, როგორიც პროკურორთა საბჭოს წევრები არიან“ – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ შალვა თადუმაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭომ დღეს კენჭისყრის შედეგად შეარჩია.





გაზიარება და მოწონება