2018-07-11 18:05:23
სამხარაულის ექსპერტები ვერ ამბობენ რამდენი დანა ფიგურირებდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში

პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებს კითხავდნენ, სერგი კაპანაძე დაინტერესდა, ჯამში რამდენი დანა იყო გამოყენებული მკვლელობის დროს, თუმცა ექსპერტებმა აღნიშნულ კითვას ვერ უპასუხეს. თუმცა ექსპერტების განცხადებით, მათ შეუძლიათ გამოძიებას 100%-ით უთხრან, კონკრეტულ ნივთზე, ფიგურირებდა თუ არა მკვლელობის დროს.

„ეგეთ კითხვაზე ჩვენ კონკრეტულ პასუხს ვერ გავცემთ. რამდენ საგანზეა ლაპარაკი, ეს შეუძლებელია. ნებისმიერი ჩვენი ექსპერტიზა არის გარკვეული პაზლის ნაწილი, რომელსაც ვაძლევთ გამოძიებას და იმან უნდა გამოიყენოს ეს მონაცემები. გარდა ჩვენი სამედიცინო კრიმინალისტური თუ ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ქიმიური, ბიოლოგია, გენეტიკა და ა.შ. ამ მონაცემებს როცა ღებულობს გამომძიებელი, აქედან გამომდინარე მას შეუძლია უფრო კონკრეტულად გავიდეს გარკვეულ საგანზე. ვიდრე ჩვენ. ჩვენ შეგვიძლია თითქმის 100 პროცენტით ვუთხრათ გამოძიებას, რომ წარმოდგენილ დანას აქ არ უმოქმედია საერთოდ და გამოგვერიცხა რომელიმე. მაგალითად, მხოლოდ მეორე დანა რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, ბევრ ჭრილობაში დავწერეთ, რომ აქ ეს დანა ნამდვილად არ მოქმედებდა”, – განაცხადა ექსპერტმა.

ამავე თემაზე