სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-07-11 17:46:24
რუსეთს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინცინდენტის გარკვევა სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს 2 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამლავი ნივთიერების გამოყენებით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებულ სიტუაციას და მისი დეტალების გარკვევის იმედი აქვს. ამის შესახებ სააგენტო Тасс საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა. „საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია აქტიურად არის დაკავებული ამ საკითხით. ყურადღებით ვაკვირდებით გამოძიებას. ქართული მხარე საქმის კურსში გვამყოფებს, ამიტომ დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა დაკავებული პირის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში დაკავებულთან დიპლომატებს შეუშვებენ და მისი მოქალაქეობაც ნათელი გახდება.

 

ამავე თემაზე