სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-07-11 17:35:52
პარლამენტი შალვა თადუმაძის მთავარ პროკურორად დამტკიცებაზე სავარაუდოდ, 16 ივლისს იმსჯელებს

პარლამენტმა მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის კანდიდატურაზე შესაძლოა, 16 ივლისს იმსჯელოს.

არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, 16 ივლისს რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, სადაც მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე იმსჯელებს და მას თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, შალვა თადუმაძეს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად დღეს შალვა თადუმაძე დღეს შეარჩია. 

 

ამავე თემაზე