სიახლეები
მსოფლიო
მთავარი სიახლე
2018-07-11 17:26:54
თურქეთი და აშშ ფეტჰულაჰ გიულენის ექსტრადიციის საკითხს განიხილავენ

ანკარაში 13 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩავლენ. თურქულ მხარესთან ისინი ოპოზიციონერი ისლამისტი მქადაგებელის ფეტჰულაჰ გიულების ანკარასათვის გადაცემის საკითხს და გიულენის ორგანიზაციასთან ბრძოლის თემას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას ასევე განიხილავენ Halkbank -ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის ჰაკან ატილას საქმეს და თურქეთში დაკავებული აშშ-ს მოქალაქეების თემას.

ამავე თემაზე