ერევანში შუქი წავიდა
2018-07-11 17:14:58 · ამობეჭდვა

ერევანის ცენტრს და რამდენიმე ქუჩას ელექტრო სადგურზე ავარიის გამო ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას "სომხეთის ელექტრო ქსელები" ავრცელებენ. წინასწარი ინფორმაციით სარემონტო სამუშაოები რამდენიმე საათს გასტანს და საღამოს ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგება.





გაზიარება და მოწონება