სიახლეები
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-07-11 16:33:40
მკვლელობის დროს მალხაზ კობაური ნასვამი იყო - პროკურორი

სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა სამართალდამცველებს მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი თავად აპოვნინა. მისივე თქმით, კობაური ისეთ დეტალებზე საუბრობს, რომ შეუძლებელია ეს დეტალები ისეთმა პირმა იცოდეს, ვინც შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის მოხდენისას არ იმყოფებოდა. 

„უშუალოდ მალხაზ კობაურმა მიუთითა ის ადგილი, სადაც გადამალული ჰქონდა მცირეწლოვანი ბავშვის გვამი და სხვადასხვა ნივთი, რომელიც ნანახი იყო ხადას ხეობაში. დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს ბრალდებულს ვინმემ დააძალა, ოჯახის წევრებზე რაიმე სახის ძალადობის განხორციელების მუქარით, რომ დაებრალებინა დანაშაული. თუმცა აღსანიშნავია, რომ მალხაზ კობაურმა ისეთ დეტალებზე ისაუბრა გამოძიებასთან, რომელიც შეუძლებელია იცოდეს პირმა, თუ ის ადგილზე არ იმყოფებოდა და უშულოდ არ ჩადიოდა დანაშაულს. კერძოდ, თუ როგორ მოკლა მამაკაცი, რომელსაც ჯერ ზურგში ესროლა და შემდეგ თავში, შემდგომ როგორ ესროლა ბავშვს, როგორ გამოეკიდა დედას და ა.შ. ეს ყველა დეტალი შეუძლებელია იცოდეს იმ ადამინმა, ვინც უშუალოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ვინც არ ახორციელებდა ყოველივე ზემოაღნიშნულს, მითუმეტეს, რომ მას გააჩნდა ამის საშუალება, ჰქონდა თოფი და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში“, - აღნიშნა პროკურორმა.

 

ამავე თემაზე