სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
კრიმინალი
2018-07-11 15:10:57
სასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში - გამოძიების პროცესში FBI ჩაერთო

ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამოძიებაში FBI-ც ჩაერთო. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ადასტურებენ. დიპლომატიური უწყება არ აკონკრეტებს რამდენი ხანია რაც საგამოძიებო ბიურო გამოძიების პროცესში მონაწილეობს. 

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მალხაზ კობაურს სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი განცხადებით, ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მიმალვის რისკი არსებობს შესაბამისად, კობაურის მიმართ პატიმრობის გარდა, სხვა მსუბუქი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია.

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

უფლებადამცველების განცხადებით, საქმე ბრალდებულის ერთ ჩვენებაზეა აგებული, რომელიც კობაურს გაურკვეველ ვითარებაში აქვს მიცემული.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. 

ამავე თემაზე