იარაღის მოხმარების წესის დარღვევა - სმიტებსი ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულის სასამართლო პროცესი იწყება
2018-07-11 12:19:02 · ამობეჭდვა

ამ წუთებში სმიტებსი ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულის სასამართლო პროცესი იწყება. გამოძების ინფორმაცით, მალხაზ კობაურმა ჯერ რაინა სმიტი მოკლა შემდეგ კი 4 წლის ბავშვი. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, კი მალხაზ კობაურია ბრალს არ აღიარებს. ოჯახის წევრები კი გამოძიებაში ამერიკის საელჩო ჩართვას ითხოვენ.

საქმის პროკუროსი, დავით ყაზარაშვილის თქმით, კი ხადას ხეობაში მკვლელობა 20 წლის მწყემსმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ჩაიდინა. პროკურორი დღეს სასამართლოში დააყენებს შუამდგომლობას, რომ პატიმრობაში დარჩეს ბრალდებული, რადგან არსებობს საშიშროება, რომ ის მიიმალოს.

" ბრალდებული მომხდარი ფაქტის შემდგომ ყველანაირად ცდილობდა, კვალი გაექრო და მოეხდინა მტკიცებულებების და სამხილების გადამალვა. რაც შეეხება იმ მომენტს, როდესაც გამოძიებით გამოიკვეთა, რომ დანაშაული შესაძლოა, ჩადენილიყო ბრალდებულის მიერ, იმ მომენტიდან მოხდა ბრალდებულის დაკავება. დანაშაულის მოტივი, როგორც დღეის მდგომარეობით გამოიიკვეთა, ეს არის ურთიერთშელაპარაკება. საფუძველს სასამართლოშიც მოისმენთ. ეს იყო იარაღის მოხმარების წესის დარღვევა, რაც არ მოეწონა გარდაცვლილ პიროვნებას, ანუ ეს პიროვნება ამ იარაღს ისე ატარებდა, რომ შეიძლება, საფრთხე შექმნოდა ბავშვს, რომელიც იმყოფებოდა მის გვერდით, რის გამოც მან მიიღო შენიშვნა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება,“- განაცხადა პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა.





გაზიარება და მოწონება