სიახლეები
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-07-11 12:13:30
ჩემი დის შვილი მკვლელი არ არის, მას ეს მკვლელოლბა დააბრალეს - სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დეიდა

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის დეიდის შორენა მარტიაშვილის განცხადებით, მისი დისშვილი მკვლელი არ არის და მას აღნიშნული დანაშაული დააბარეს. მისივე თქმით, ადვოკატისგან აქვთ ინფორმაცია, რომ მალხაზ კობაური არ აღიარებს ბრალს.

"ჩემი დის შვილი მკვლელი არ არის. ამის უკან დგას ჯგუფი, რომელმაც აყურებინა ჩემ დისშვილს ეს მკვლელობა და დააბრალა ამას. არ ვიცი ვის ინტერესებში შედიოდა მისთვის ამ დანაშაულის დაბრალება. ძალიან უკონფლიქტო ბავშვია. ჭკვიანია და ასევე ძალიან მშიშარა.
შესაძლოა, მასზე განხორციელდა ზეწოლაც, მათ შორის მკვლელის მხრიდანაც. ეს პატარა ბიჭი ვერ ჩაიდენდა ასეთ მკვლელობას, მითუმეტეს ბავშვის მკვლელობას. თუ მან მოკლა, დამარხა, კვალი დაფარა და ამის მერე სამართალდამცველებთან ითანამშრომლა? ეს ხომ ცოტა აბსურდია", - განაცხადა მარტიაშვილმა.

ამავე თემაზე