სიახლეები
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-07-11 11:36:46
"გლეხის ბავშვს აწმენდენ ხელს" - სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის დედა მისი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ  მის შვილს სხვა პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს აბრალებენ. 

"აწმენდენ ამ გლეხის ბავშვს ხელს. იარაღს კი არა, დანას ვერ იჭერს ხელში. სად ჰყავდათ 4 დღე ჩემი შვილი? არავინ ვიცოდით, სად იყო და როგორც უნდოდათ ისე მოახდენდნენ ზემოქმედებას და ამის შედეგია ის, რომ მან თითქოს აღიარა. ადვოკატი ამბობს, რომ არ აღიარებს. ჩემი შვილი არ არის მკვლელი. მის უკან ვიღაც ბანდა დგას და იმან გააკეთებინა ეს ყველაფერი. სჯობს ეს ბანდა იპოვონ და რეალური დამნაშავე დასაჯონ", - განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა

ამავე თემაზე