"ნაციონალების" და "ევროპული საქართველოს" შეთანხმება: "მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს "
2018-07-11 04:36:48 · ამობეჭდვა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ოფისში საპრეზიდენტო არჩევნების წინ 3 პუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიგი უგულავა ავრცელებს:

"მეგობრებო, დღეს საღამოს ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ენმ-სთან 3 ძირითად პუნქტზე:

1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);

2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;

3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა."






გაზიარება და მოწონება