სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-07-10 16:55:32
"დემოკრატიული ინიციატივა“ მთავარი პროკურორის უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

GDI-მ საქართველოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილების - სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს იმ საგამოძიებო ორგანოს, რომლის თანამშრომლის მიერაც სავარაუდოდ ჩადენილია დანაშაული - შეზღუდვის მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

"გამოძიების ქვემდებარეობის წესის თანახმად, რომელიც იუსტიციის მინისტრის მიერაა დამტკიცებული, პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების ჩატარების უფლება პროკურატურის კომპეტენციაა, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მთავარ პროკურორს  ანიჭებს უფლებამოსილებას გამოძიების ქვემდებარეობის დადგენილი წესის მიუხედავად საქმე ერთი საგამოძიებო ორგანოდან მეორეს გადასცეს. შესაბამისად, სადავო ნორმის მიხედვით მთავარ პროკურორს აქვს შესაძლებლობა, პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება სავარაუდო დამნაშავის სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალოს, რაც შეიცავს  გამოძიების ინსტიტუციური, იერარქიული და პრაქტიკული მიკერძოების (არაეფექტიანი გამოძიების) საფრთხეს,"-ნათქვამია განცხადებაში. 

 

ამავე თემაზე