ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულთა საქმე - მარგოშვილი და ბერძენიშვილი დუმილს არღვევენ
2018-07-10 11:59:54 · ამობეჭდვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესზე ბრალდებულები რამაზ მარგოშვილი და ანატოლი ბერძენიშვილი დაიკითხებიან.

საქმის პროკურორის განცხადებით, მარგოშვილი და ბერძენიშვილი სასამართლოს ჩვენებას დღეს პირველად მისცემენ.

აქამდე ისინი დუმილის უფლებას იყენებდნენ. უცნობია საქმის რა დეტალებზე გეგმავენ საუბარს დაკავებულები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მარგოშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დუმილის დარღვევა გადაწყვიტა და 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესზე იტყვის, ვისი დავალებით შეხვდა სირიაში, 2016 წლის იანვარში, აჰმედ ჩატაევს.

ადვოკატმა დღეს "ნიუპოსტსტთან" დაასახელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი, ვის დავალებებსაც ასრულებდა რამაზ მარგოშვილი.

"ეს არის რამაზ მარგოშვილის გადაწყვეტილება, იგი ისაუბრებს როგორ გააგზავნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ და ამავე სამსახურის თანამშრომელმა ხვიჩა ლორიამ. იტყვის, რა დავალება ჰქონდა და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები"- აღნიშნა ადვოკატმა.





გაზიარება და მოწონება