სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-07-09 19:49:27
„ჩვენ მოვისმინეთ მათი დესტრუქციული, აგრესიული, არაეთიკური განცხადებები " - ოლიკო შერმადინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს პასუხობს

„გამჭვირვალობის“ წარმომადგენლები კი კვლავაც თავის პოზიციაზე რჩებიან, და მიიჩნევენ, რომ დღეს სასამართლო სისტემას გავლენიანი მმართველები მართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ოლიკო შერმადინი მოსამართლეთა კრიტიკას პასუხობს. 

„ჩვენ მოვისმინეთ მათი დესტრუქციული, აგრესიული, არაეთიკური განცხადებები კვლევის ავტორების მიმართ, რომელიც არ იყო არგუმენტირებული და იყო ძირითადად შეურაცხყოფასა და აგრესიაზე მიმართული. მოსამართლე წევრების საქციელი, მათი საუბრის მანერა შეუფერებელია მოსამართლის მაღალ სტანდარტთან,“- განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტმა, ოლიკო შერმადინმა.

ამავე თემაზე