სასამართლოს უპატივცემულობა - ზვიად კუპრავას 5000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა
2018-07-09 19:41:46 · ამობეჭდვა

ზვიად კუპრავას 5000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქმე ეხება "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელისთვის წაყენებულ ბრალს, რომელიც საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს ეხება.

კერძოდ; გამოძიება ზვიად კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე სასამართლოს ზაზა სარალიძის და ბაჩუკი ქარდავას თავდებობას ან ალტერნატიულ შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით გირაოს სთავაზობდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.





გაზიარება და მოწონება