გიგაურია მართალი და არც ოლიკო შერმადინი ამ შეგროვებულ ჭორებზე"- ეს განცხადება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს"
„არც ეკა გიგაურია მართალი და არც ოლიკო შერმადინი ამ შეგროვებულ ჭორებზე"- მოსამართლე მეთოფიშვილი "გამჭვირვალობის" კვლევაზე

„არც ეკა გიგაურია მართალი და არც ოლიკო შერმადინი ამ შეგროვებულ ჭორებზე"- ეს განცხადება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევაზე საუბრისას გააკეთა, რომელიც სასამართლოში არსებულ შესაძლო კორუფციის ფაქტებს ეხება.

მეთოფიშვილმა კვლევის შესახებ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კვლევაა ჭორია და ოს მყარ საფუძველს არ ეფუძნება.

„არც ეკა გიგაურია მართალი და არც ოლიკო შერმადინი ამ შეგროვებულ ჭორებზე. ეს რომ არ გაგრძელდეს, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ეს არ არის იმიტომ, რომ ოლიკოს ვუთხრა, იცი ოლიკო, არ გრცხვენია, რა გააკეთე. კარგად იცის, რომ ტყუილებია, იღიმება იქ ზის, მაგრამ იცის, რომ ეს ტყუილებია. ტყუილების ლაფი სასამართლოს და ჩვენ შეგვასხა, ზის და იღიმება,“- განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა.





გაზიარება და მოწონება