სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-07-09 18:49:21
სასამართლო ზვიად კუპრავას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო ზვიად კუპრავას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქმე ეხება "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელისთვის წაყენებულ ბრალს, რომელიც საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს ეხება. 

გამოძიება ზვიად კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.

კუპრავას ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა კუპრავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. 
თავის მხრივ, როგორც კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მოთხოვნაა, რომ მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენოს სასამართლომ. მისივე თქმით, მას 5000 ლარის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.

უფლებადამცველი წაყენებულ ბრალს აბსურდულს უწოდებს.

საქმეს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი განიხილავს. 

ამავე თემაზე