ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს" />
ერთ-ერთი ვერსიით ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს
2018-07-09 01:14:16 · ამობეჭდვა

გავრცელებული ინფორმაციით ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი მოკლეს და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს. დამნაშავემ სავარაუდოდ ჯერ კაცი-რაიან სმიტი მოკლა, შემდეგ კი ქალი გადააგდო ჩანჩქერში. წყვილის 4 წლის შვილს მდგომარეობა და ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია. ​

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ისინი შემთხვევის ყველა ვერსიაზე მუშაობენ და იკითხება ყველა პირი, ვისაც მომხდარზე შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, რაიან სმიტი და ლორა სმიტი გარდაცვლილები იპოვეს. მათ 4 წლის შვილს კი მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ..

პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.





გაზიარება და მოწონება