უფალმა მოგვცემს ჩვენ ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ქართველი ადამიანი - ილია მეორე
2018-07-08 16:50:09 · ამობეჭდვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა სამების საკათედრო ტაძარში, ქადაგების დროს ბრძანა, რომ ყოველ ადამიანს აქვს რაღაც გასაჭირი და ეს გასაჭირი მათ ეძლევათ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლია აიტანოს ეს გასაჭირი -

„ყოველ ადამიანს აქვს რაღაც გასაჭირი და ეს გასაჭირი ეძლევათ ღვთისაგან იმის მიხედვით, რამდენად შეუძლია აიტანოს ეს გასაჭირი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცემს ჩვენ ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ქართველი ადამიანი და აიტანს ყოველი ჩვენგანი,“ - აღნიშნა ილიამ მეორემ





გაზიარება და მოწონება