„ერთად შევცვალოთ საწვავის ფასი“ - აქცია თბილისში (ვიდეო)
2018-07-08 14:55:43 · ამობეჭდვა

„ერთად შევცვალოთ საწვავის ფასი“ ამ ლოზუნგით თბილისში აქცია მიმდინარებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტის მიზეზი საწვავზე ფასის ხელოვნური ზრდაა. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქცია პერმანენტული იქნება და თბილისის პარალელურად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად მანქანებით მსვლელობა წრიულად ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით დაიწყეს.





გაზიარება და მოწონება