სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
კრიმინალი
2018-07-07 16:00:20
თბილისში მთაწმინდის პარკთან ისრაელის მოქალაქე დააყაჩაღეს

 თბილისში მთაწმინდის პარკთან ისრაელის მოქალაქე დააყაჩაღეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეს მთაწმინდის პარკში ამავალ საფეხმავლო ბილიკზე, მისთვის უცნობმა ორმა პირმა იარაღის მუქარით 200 აშშ დოლარი და 800 ლარი გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

თუმცა სამართალდამცველებმა, ისინი ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში დააკაა. 

უწყების ცნობით, 1997 და 1998 წელს დაბადებული ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე