ბიზნეს ნიუსი
2018-07-06 13:16:20
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნეს-სექტორს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნეს-სექტორს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშიწარუდგინა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

ანგარიშის წარდგენის ფარგლებში გაიმართაპალატის სამომავლო გეგმების პრეზენტაციაც. წარადგინეს  ის  დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც სამთავრობო  ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში იგეგმება, ასევე პრეზენტაციის ნაწილში  მოხდადევნილებში ბიზნეს-სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების წარდგენაც. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მეწარმე სუბიექტებში ტრენინგის საჭიროებების დადგენისა და ტრენინგების ჩატარების საკითხსაც, რაშიც მხარდაჭერას აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა აღმოუჩენენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კანონის შესაბამისად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შემადგემნელი ნაწილია.  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე მისი ოფისი განთავსებულია თბილისში.  აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანებულები არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებული ის პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. მათ შორის არიან, როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრება გაიმართა.

 

ამავე თემაზე